1766745326
პოლიტიკა
მაჭავარიანი პრემიერის მიერ დაანონსებულ სურსათის ღირებულების რეგულირების ინიციატივაზე: ოპოზიციის მხრიდან ასეთი ისტერიკა კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ძალიან სწორ გზას ვადგავართ
თავად ოპოზიციის მხრიდან ასეთი ისტერიკა კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ძალიან სწორ გზას ვადგავართ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ის პრემიერის მიერ დაანონსებულ სურსათის ღირებულების რეგულირების ინიციატივას გამოეხმაურა, რომელსაც ოპოზიცია აკრიტიკებს.
„პრემიერმა დააანონსა და სინქრონული მუშაობა დაიწყო აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ, ასევე საგამოძიებო ორგანოებმა იმაზე, რაიმე კარტელურ გარიგებებს ხომ არ აქვს ადგილი. თავად ოპოზიციის მხრიდან ასეთი ისტერიკა კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ძალიან სწორ გზას ვადგავართ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.