Loading data...
მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ეშინიათ ფართო საზოგადოებაში გასვლის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გარე მითითებით შექმნილ გაერთიანებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

„ეს არის გარე მითითებით შექმნილი მორიგი ალიანსი. რა თქმა უნდა, არანაირი დღის წესრიგი არ გააჩნიათ, უბრძანეს და, ის ადამიანები, რომლებიც ლანძღავენ და ეზიზღებათ ერთმანეთი, ხელახლა დაჯგუფდნენ.

კარდაკარს ვერ ჩაატარებენ და თუ სადმე მივლენ, ისევ თავიანთ პარტიული აქტივის ბინებში ივლიან. თან, რაღაც დახურული შეხვედრები აქვთ იქიდან გამომდინარე, რომ ეშინიათ ფართო საზოგადოებაში გასვლის.

რა თქმა უნდა, არც შეკრება გამოუვათ და არც არანაირი მიზნის მიღწევა“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.