1778043384
უცხოეთი
ტრამპი: ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლება“ მცირე ხნით შეჩერდება, ბლოკადა სრულად რჩება ძალაში
აშშ-ის ოპერაცია სახელწოდებით „პროექტი თავისუფლება“, რომელიც ჰორმუზის სრუტიდან გემების უსაფრთხო ესკორტირებას ისახავს მიზნად, დროებით შეჩერდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„პაკისტანისა და სხვა ქვეყნების თხოვნის გათვალისწინებით, ასევე, ირანის წინააღმდეგ კამპანიის დროს მიღწეული მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებისა და იმ ფაქტის გამო, რომ ირანის წარმომადგენლებთან სრული და საბოლოო შეთანხმების მიმართულებით დიდი პროგრესია მიღწეული, ორმხრივად შევთანხმდით, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკადა სრულად ძალაში რჩება, „პროექტი თავისუფლება“ (ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება) მცირე ხნით შეჩერდება, რათა ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა შეთანხმების საბოლოოდ გაფორმება და ხელმოწერა“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.