Loading data...
მაჭავარიანი ოდიშარიას მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფაზე: ეს საქციელი ყოვლად მიუღებელია, არ ვიცი, სად არიან აღზრდილები და რა მორალური სტანდარტებით ხელმძღვანელობენ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გუშინ საარჩევნო შტაბთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების მხრიდან „ქართული ოცნების“ წევრის ბექა ოდიშარიას მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფას გამოეხმაურა. 

მაჭავარიანის თქმით, ეს საქციელი ყოვლად მიუღებელია.

„არ ვიცი, სად არიან აღზრდილები და რა მორალური სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. გუშინაც ანალოგიური ვიხილეთ, პოლიციაზე თავდასხმაც ვიხილეთ, შეურაცხყოფებიც ვიხილეთ. ეს არის ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ და ეს აუცილებლად დასრულდება საქართველოში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.