Loading data...
მაჭავარიანი მუსლიმ თემს: განსაკუთრებით გიხდით მადლობას თქვენს მიერ გამოხატული სითბოსა და სოლიდარობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარების გაზიარებისთვის, მჯერა, სწორედ ეს ერთიანობა ქმნის უკეთეს მომავალს

„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამადან-ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს. 

მმართველი გუნდის დეპუტატი მუსლიმ თემს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.

„განსაკუთრებით გიხდით მადლობას თქვენს მიერ გამოხატული სითბოსა და სოლიდარობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარების გაზიარებისთვის. თქვენი გულწრფელი თანადგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მჯერა, სწორედ ეს ერთიანობა აძლიერებს ჩვენს ქვეყანას და ქმნის უკეთეს მომავალს“, - წერს მაჭავარიანი.