Loading data...
მაჭავარიანი: კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად კოორდინირებულად მუშაობდა ბატონი ლილუაშვილი ოპოზიციურ ფლანგთან, ფინანსდებოდა თუ არა იმ ქოლ-ცენტრების მეშვეობით ოპოზიციური ტელეარხები

„ბატონი ლილუაშვილის დაკავება მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დაუნდობელი ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ და, ამ შემთხვევაში, უკვე კორუფციის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

როგორც დეპუტატი აცხადებს, ბევრი კითხვის ნიშანია, თუმცა, უნდა დაელოდონ პროკურატურას.

„ასევე, კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კოორდინირებულად მუშაობდა ბატონი ლილუაშვილი ოპოზიციურ ფლანგთან, ფინანსდებოდა თუ არა იმ ქოლ-ცენტრების მეშვეობით ოპოზიციური ტელეარხები, იყო თუ არა დადგმული სპექტაკლი ის, რომ თითქოსდა, რაღაც სასამართლო დავა იყო, რომელმაც თავიდან ბოლომდე ამოწურა ეს საკითხი და შემდეგ უკვე იგივე ბატონი ხაბეიშვილის მეშვეობით ყურადღების გადატანა ხდებოდა და ა.შ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, თუმცა, ჩვენ უნდა დაველოდოთ პროკურატურას“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.