Loading data...
მაჭავარიანი ჯაფარიძის წერილზე: აშშ გახსნილად საუბრობს, რომ „დიფ სთეითის“ ხელწერაა პრორუსის იარლიყი მოგაკეროს, ჩვენი საზოგადოება რწმუნდება, რომ ის რიტორიკა, რასაც ოპოზიცია ატარებს, არის ყველანაირ საფუძველს გამოცლილი

„აშშ გახსნილად საუბრობს, რომ „დიფ სთეითის“ ხელწერაა პრორუსის იარლიყი მოგაკეროს. ჩვენი საზოგადოება რწმუნდება, რომ ის რიტორიკა, რასაც ოპოზიცია ატარებს, არის ყველანაირ საფუძველს გამოცლილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობის“ დროს გასხვისდა საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი. 

„ბატონი ჯაფარიძე როდესაც რუსეთის გავლენების გაზრდაზე საუბრობს, ამ შემთხვევაში თუ გულისხმობს თავისი დედა პარტიის, „ნაცმოძრაობის“ საქციელს, კი ბატონო, შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“ ამასთან დაკავშირებით ესაუბროს.

„ნაცმოძრაობის“ დროს გასხვისდა ჩვენი ყველა სტრატეგიული ობიექტი და გადაეცა რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში და მე ბატონი ჯაფარიძის განცხადებასაც შევახსენებთ ჩვენს საზოგადოებას. არქივი არსებობს და ნებისმიერს შეუძლია ამოიღოს.

2012 წელს, იგი ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობს და პირიქით, ამბობს, რომ ის ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს, რომ რუსული კომპანიების ხელშია საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.