მაჭავარიანი ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: იგონებენ რაღაც აბსურდებს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში
„იგონებენ რაღაც აბსურდებს, ავრცელებენ დეზინფორმაციას. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, რომ რაღაცნაირად მოვიდნენ ხელისუფლებაში.
„იგივე სცენარს ვადევნებთ თვალ-ყურს, რა სცენარსაც ვადევნებდით, როდესაც უკრაინაში ვითარდებოდა ეს ტრაგედია, როგორ ცდილობდნენ ისინი, საქართველო რომ გაეხვიათ შარში - პირდაპირ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
ახლა იმავეს ცდილობენ ისინი ირანთან მიმართებით. იგონებენ რაღაც აბსურდებს, ავრცელებენ დეზინფორმაციას. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში.
მათი ერთადერთი მიზანია ის, რომ რაღაცნაირად მოვიდნენ ხელისუფლებაში და ფიქრობენ, რომ მშვიდობის პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ისინი ვერ მოვლენ ხელისუფლებაში და ერთადერთ ხსნას, თავისი გადმოსახედიდან, ხედავენ იმაში, რომ საქართველოში იყოს ომი, არეულობა, უბედურება“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.