Loading data...
მაჭავარიანი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებაზე: იყვნენ ამ აბსურდის თეატრში და მერე ნუ გაუკვირდებათ, რომ თავიანთ რეპუტაციას თავადვე აყენებენ სერიოზულ ზიანს ჩვენი მოქალაქეების თვალში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების არგანახლებას აფასებს.

„თუ გერმანიის მხარეს ჰგონია, რომ ამით ჩვენ რამეს დაგვაკლებენ, ძალიან ცდებიან. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ უზნეო დამოკიდებულებაზე, რომელსაც იჩენს მათი ელჩი და ამ შემთხვევაში უკვე გერმანიის მთავრობა. იყვნენ ამ აბსურდის თეატრში და მერე ნუ გაუკვირდებათ, რომ თავიანთ რეპუტაციას თავადვე აყენებენ სერიოზულ ზიანს ჩვენი მოქალაქეების თვალში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.