Loading data...
მაჭავარიანი: გარანტირებულად ვიცით, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება აშშ-ში, ჩვენი და ამერიკის ნამდვილი მეგობრობის დაწყებას წინ, რა თქმა უნდა, ვერაფერი აღუდგება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება აშშ-ში, საქართველოს და აშშ-ის ნამდვილი მეგობრობის დაწყებას წინ ვერაფერი აღუდგება.

„ჩვენ დავაკვირდით, თუ როგორ თბილად მიიღეს ქალბატონი ტალიაშვილი და თუ როგორ სწრაფ რეჟიმში მოხდა მისი ელჩად დამტკიცება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იმის საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, „დიფ სთეითის“ გავლენები სუსტდება აშშ-ში. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად ვაკვირდებით ამ პროცესებს.

ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ ბატონ ტრამპს ამ ბრძოლაში და რა თქმა უნდა, გარანტირებულად ვიცით, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება აშშ-ში, ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების ნამდვილი მეგობრობის დაწყებას წინ, რა თქმა უნდა, ვერაფერი აღუდგება“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.