1768544886
პოლიტიკა
მაჭავარიანი ევროკავშირის მიერ დროშის დღესთან დაკავშირებით მომზადებულ ვიდეორგოლზე: ეს არის განზრახ ჩასმული კადრები, რათა ირიბად წაახალისონ მოძალადეები, ძალადობა და ძალადობრივი გზით აქციის ჩატარება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გავრცელებული კადრები, ირიბად, ძალადობას ახალისებს.
„ეს არის ძალადობის წახალისება, ვინაიდან ისეთი კადრები ვიხილეთ, რომ შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისთვისაც და დროშისთვისაც. ეს არის განზრახ ჩასმული კადრები, რათა ირიბად წაახალისონ მოძალადეები, ძალადობა და ძალადობრივი გზით აქციის ჩატარება.
ეს არც არავის გაჰკვირვებია, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირისა და სხვა ევროპული ქვეყნების ელჩები პოზიორობენ ყველაზე რადიკალ აქტივისტებთან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.