მაჭავარიანი: ძალიან მყარი იქნება ჩვენი სარჩელი, გამყარებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო
„ძალიან მყარი იქნება ჩვენი სარჩელი, გამყარებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, სარჩელის საბოლოო ვერსია შეჯერებულია და მყარი არგუმენტებით არის გამყარებული.
„დღის პირველ ნახევარში იქნება ბრიფინგი, რომელსაც ბატონი შალვა პაპუაშვილი ჩაატარებს და რომელიც იქნება ძალიან დეტალური. ჩვენ გვქონდა უმრავლესობის სხდომა დღეს და მხოლოდ ერთი საკითხის განხილვა მიმდინარეობდა. ყველაფერი შეჯერებულია, საბოლოო ტექსტი გამზადებულია. ხვალინდელი განცხადების შემდეგ, სარჩელი შეტანილი იქნება.
ძალიან მყარი იქნება ჩვენი სარჩელი, გამყარებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.