მაჭავარიანი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და ამისი ნიშნები უკვე შეიმჩნევა, ის ბიუროკრატებიც ადრე თუ გვიან ჩანაცვლდებიან, რომლებიც მიზანმიმართულად მიაქანებენ ევროპის კავშირს უფსკრულისკენ
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და ამისი ნიშნები უკვე შეიმჩნევა. ამის ძალიან კარგი მაგალითია ჩეხეთი და ჩვენ. დარწმუნებული ვართ, რომ ევროპის მოსახლეობა აქცენტს პატრიოტულ ძალებზე გააკეთებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ადრე თუ გვიან ჩანაცვლდებიან ის ბიუროკრატებიც, რომლებიც ევროპის კავშირს უფსკრულისკენ მიზანმიმართულად მიაქანებენ.
„დღევანდელ ბიუროკრატიაში რა პრობლემებიც არის, ამაზე ამერიკის შეერთებული შტატებიც ძალიან ღიად საუბრობს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და ამისი ნიშნები უკვე შეიმჩნევა. ამის ძალიან კარგი მაგალითია ჩეხეთი და ჩვენ, დარწმუნებული ვართ, რომ პატრიოტულ ძალებზე გააკეთებს ევროპის მოსახლეობა აქცენტს, ისეთ ძალებზე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი ქვეყნის იდენტობა, სუვერენიტეტი, ისევე, როგორც „ქართული ოცნებისთვის“. ის ხელდასმული ბიუროკრატებიც ადრე თუ გვიან ჩანაცვლდებიან, რომლებიც მიზანმიმართულად მიაქანებენ ევროპის კავშირს უფსკრულისკენ. არის სერიოზული პრობლემა იდენტობის ნაწილში, რომელიც გამოიწვია ამ უკონტროლო მიგრაციამ, არის პრობლემები ეკონომიკის ნაწილში, როდესაც უკვე, ფაქტობრივად, 4 წელია, ეკონომიკა არ იზრდება. კი ბატონო, დღეს თუ იქ ცხოვრების მაღალი დონეა, ეს გამოწვეულია მხოლოდ იმით, რა სიმდიდრეც ევროკავშირს ინერციით მოჰყვება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.