მაჭავარიანი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი - ჩვენთან ამ ყველაფერს რუსულს ეძახიან, თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული
„სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი. ჩვენთან ამ ყველაფერს რუსულს ეძახიან, თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ მტრული საქმიანობის ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებაზე მუშაობას.
მისი თქმით, ამ კანონმდებლობის მიღება არის ეროვნული გადაწყვეტილება საქართველოს შემთხვევაშიც და ბრიტანეთის შემთხვევაშიც.
„დიახ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არის ეროვნული გადაწყვეტილება ჩვენს შემთხვევაშიც და ბრიტანეთის შემთხვევაშიც. თუ ჩვენთან კიდევ არიან ისეთი ადამიანები დარჩენილები, ვისაც ეჭვი ეპარებოდათ, რომ ეს იყო ქართული კანონი, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ასეთი არცერთი ადამიანი აღარ დარჩა, რადგან ისინი აკვირდებიან, რომ ჩვენ მერე ასეთი კანონი მიიღო საფრანგეთმა, კანადამ და ახლა დიდი ბრიტანეთის ჯერია, რადგან დაცული იყო მათი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი, როგორც საქართველოს შემთხვევაში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.