Loading data...
მაჭავარიანი დებატების შესახებ: წარვადგენთ არგუმენტებს, თუ რატომ ვთვლით, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი არის დამაზიანებელი

„წარვადგენთ არგუმენტებს, თუ რატომ ვთვლით, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი არის დამაზიანებელი“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში დაანონსებული დებატების შესახებ განაცხადა, სადაც მთავარი განხილვის საკითხი ნეიტრალიტეტი იქნებ.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ნეიტრალიტეტზე საუბრისას ყურადღება გამახვილდება როგორს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაინტერესებულია სიმართლის მოსმენით, მისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა დებატები. დღევანდელი დებატები ნეიტრალიტეტის თემის გარშემო იქნება. ორად იქნება თემა გაშლილი, ეს არის სამხედრო ნეიტრალიტეტიც - NATO-ს შემთხვევაში და ეს არის პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანების ნეიტრალიტეტი - ევროკავშირის შემთხვევაში, სადაც, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი წარვადგენთ არგუმენტებს, თუ რატომ ვთვლით, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი არის დამაზიანებელი. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის აუცილებელია კავშირებში გაწევრიანება, იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება.

რაც შეეხება ევროკავშირს, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. რა უსამართლობაც დღეს არის ევრობიუროკრატების მიდგომებში, საქართველოსთან მიმართებით, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, ვინაიდან ეს მმართველ კლასი აუცილებლად ჩანაცვლდება ეროვნული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსებით.

ვალდებულები ვართ, 2030 წელს, როდესაც ევროკავშირს აქვს შემდგომი გაფართოება დაანონსებული, ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიყოთ დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.