Loading data...
მაჭავარიანი ბულგარეთში ჩატარებულ არჩევნებზე: არჩევანი გაკეთდა ადამიანზე ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესები, ეს მიდგომები არ ჯდება „დიფ სთეითის“ დღის წესრიგში და მაშინვე შერაცხეს ის, როგორც რუსეთის გავლენების ქვეშ მყოფი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ბულგარეთის ვადამდელ არჩევნებს ეხმაურება.

როგორც ლევან მაჭავარიანი აცხადებს, საბოლოო ჯამში ბულგარეთმა გააკეთა თავისი არჩევანი და აირჩია პატრიოტი ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესები.

„საბოლოო ჯამში გააკეთეს მათ არჩევანი, გააკეთეს პატრიოტ ადამიანზე, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ჩვენი ხელისუფლებისთვის, ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი ერის იდენტობა.

რა თქმა უნდა, ეს მიდგომები არ ჯდება „გლობალური ძალების“, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე „დიფ სთეითის“ დღის წესრიგში და მაშინვე შერაცხეს ეს პოლიტიკოსი, როგორც რუსეთის გავლენების ქვეშ მყოფი პოლიტიკოსი. ეს ჩვეულებრივი ხელწერა არის, აქ ყველაფერი ნაცნობია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.