1776686961
პოლიტიკა
მაჭავარიანი: ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც კონკრეტული გეგმა შეუდგინა ოპოზიციას, თუ როგორ უნდა გადაეყვანათ საპროტესტო აქცია სამოქალაქო დაპირისპირებაში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, იგორ ბლაჟევიჩი არის იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი და მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც ოპოზიციას კონკრეტული გეგმა შეუდგინა.
„ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც კონკრეტული გეგმა და გზამკვლევი შეუდგინა ოპოზიციას, თუ როგორ უნდა გადაეყვანათ საპროტესტო აქცია სამოქალაქო დაპირისპირებაში.
ასევე, ჩვენ გვახსენდება კანვასის ტრენინგები. და ყველა ეს აქტორი რით გამოირჩევა? იმით, რომ სახელი აქვთ მოხვეჭილი რევოლუციური სცენარების დაგეგმვაში და ახლა, კონკრეტულად ეს ბატონი ჩეხეთიდან ასრულებს ზუსტად იგივე მისიას რადიკალური ოპოზიციისთვის“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.