Loading data...
მაჭავარიანი აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ ევროპარლამენტთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე: არ გამკვირვებია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ევროპარლამენტის უსამართლო დამოკიდებულება

ნამდვილად არ გამკვირვებია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ევროპარლამენტის უსამართლო დამოკიდებულება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანის პარლამენტმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„ნამდვილად არ გამკვირვებია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ევროპარლამენტის უსამართლო დამოკიდებულება. შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ სწორედ ეს ინსტიტუტი იღებს უაზრო რეზოლუციებს, სადაც ითხოვენ ჩვენი საპატიო თავმჯდომარის დასანქცირებას, ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას.

გვიწერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არაფერია გასაკვირი. წარმომიდგენია, როგორია მათი უსამართლო დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ. სავარაუდოდ, სხვა გზა არ დაუტოვეს უსამართლო დამოკიდებულებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.