Loading data...
მაჭავარიანი აქციის მონაწილეებს: ერთი პოსტით მაინც თუ გამოეხმაურეთ ამდენ უსამართლობას?! ვისაც საერთოდ არანაირი ფორმით პროტესტი არ გამოგიხატავთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამტკიცებთ, რომ უკრაინის ბედი გადარდებთ - თქვენ ხართ მხოლოდ ტრენდს აყოლილი ფარისევლები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში „ევრონიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ლატვიის პრემიერ-მინისტრი და ესტონეთის პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგში ჩასართავად ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით გამოდიან. 

„ევროკომისიას, საფრანგეთსა და იტალიას ბალტიელებიც შეუერთდნენ. რუსეთთან საუბარი დასაწყები ყოფილა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად. შეგახსენებთ, რომ 4 წელი ყველას ძალიან მკაცრი პოზიცია ჰქონდა - რუსეთისთვის ხმა არავის არ უნდა გაეცა.

თან, იმის ფონზე, რომ ევროკავშირი, ბრიტანეთი და აშშ-ს ყოფილი ადმინისტრაცია მთელს მსოფლიოსა და, პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს სამარცხვინოდ ატყუებდნენ:

• უკრაინა დასავლეთის დახმარებით რუსეთს აუცილებლად დაამარცხებდა

• ⁠უკრაინას დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებდნენ

• ⁠უკრაინას დაჩქარებული წესით ევროკავშირში მიიღებდნენ

• ⁠უკრაინას რუსულ გაყინულ აქტივებს გადასცემდნენ და ა.შ. ნელ-ნელა ყველა ამ დაპირებაზე უკრაინას უკვე უარი უთხრეს

მოგმართავთ მათ, ვინც აქციებს გვიწყობდით და ქვეყანაში გადატრიალება გინდოდათ და დღემდე გინდათ:

• იმის გამო, რომ რუსეთს ხმამაღლა არ „ვაგინებდით“

• ⁠იმის გამო, რომ სანქციებს არ ვუწესებდით და საჰაერო სივრცეს არ ვუკეტავდით

• ⁠იმის გამო, რომ მოხალისეებს მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ ვაგზავნიდით საბრძოლველად;

• ⁠იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ ვუჯერებდით, ტანკებით აფხაზეთსა და ცხინვალში არ „ვსეირნობდით“

• ⁠იმის გამო, რომ არ „ავმჩატდით“, როგორც თქვენ და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია და „პრიგოჟინის რევოლუციის“ არ დავიჯერეთ

• ⁠საერთო ჯამში, იმის გამო, რომ რაც თქვენ უკრაინასთან დაკავშირებით გატყუეს და რა ზღაპრებიც დაგაჯერეს, ჩვენ არ დავიჯერეთ

ერთი პოსტით მაინც თუ გამოეხმაურეთ ამდენ უსამართლობას?! ვისაც საერთოდ არანაირი ფორმით პროტესტი არ გამოგიხატავთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამტკიცებთ, რომ უკრაინის ბედი გადარდებთ - თქვენ ხართ მხოლოდ ტრენდს აყოლილი ფარისევლები.

უკვე მართლა დროა, უბრალოდ აზროვნება დაიწყოთ!!“ - წერს მმართველი გუნდის დეპუტატი.