Loading data...
Euronews: ლატვიის პრემიერ-მინისტრი და ესტონეთის პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგში ჩასართავად ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით გამოდიან

ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი რუსეთთან დიალოგში ჩასართავად ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით გამოდიან, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ რუსეთთან ნებისმიერი კომუნიკაცია უკრაინასთან კონსულტაციით უნდა განხორციელდეს.

მათი აზრით, წარმომადგენელი კონსენსუსის საფუძველზე უნდა დაინიშნოს.

სილინიამ პოტენციურ ევროპელ წარმომადგენლებად დაასახელა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

მაკრონისგან განსხვავებით, მერცი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პირდაპირ მოლაპარაკებებს.

„დიახ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება წარმომადგენელი. ალბათ კითხვა ისმის, ვინ იქნება ეს. და მე ვფიქრობ, ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს“, – დასძინა ევიკა სილინამ.

ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ არჩეული წარმომადგენელი დიდი ევროპული ქვეყნიდან უნდა იყოს და „ორივე მხარის სანდოობით“ სარგებლობდეს.