1758179761
პოლიტიკა
მაჭავარიანი 2 მილიარდამდე ლარის გათეთრების საქმეზე: ეს ძალიან მსხვილი თანხაა, ძალიან საინტერესოა ყველა დეტალი და რა თქმა უნდა, პროკურატურა მაქსიმალური ეფექტურობით გამოიძიებს ამ საქმეს

„ეს ძალიან მსხვილი თანხაა, ძალიან საინტერესოა ყველა დეტალი და რა თქმა უნდა, პროკურატურა მაქსიმალური ეფექტურობით გამოიძიებს ამ საქმეს“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი 2 მილიარდამდე ლარის გათეთრების საქმეს.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პროკურატურა საქმეს მაქსიმალური ეფექტურობით გამოიძიებს.
„სახელმწიფოს დაუნდობელი ბრძოლა რომ აქვს გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, ამას ჩვენი მოქალაქეები საკუთარი თვალით ხედავენ. ეს ძალიან მსხვილი თანხაა, ძალიან საინტერესოა ყველა დეტალი და რა თქმა უნდა, პროკურატურა მაქსიმალური ეფექტურობით გამოიძიებს ამ საქმეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.