მაჭარაშვილი: როდესაც ამბობ, დანიაში შეგიძლია, ხელკეტებით დაულეწო თავ-პირი აქციის მონაწილეს, ხოლო როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, ამ შემთხვევაში საყვედურობ სახელმწიფოს, ეს ევროპული ღირებულების შეურაცხყოფაა
„როდესაც ამბობ, რომ დანიაში, თურმე შეგიძლია, ხელკეტებით დაულეწო თავ-პირი აქციის მონაწილეს, ხოლო როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, ამ შემთხვევაში შენ მაინც საყვედურობ სახელმწიფოს, ეს ევროპული ღირებულების შეურაცხყოფაა“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა დანიაში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დაშლისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენებზე.
„როდესაც ამბობ, რომ დანიაში, თურმე შეგიძლია, ხელკეტებით დაულეწო თავ-პირი აქციის მონაწილეს და ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში და დემოკრატიის ფარგლებში, საქართველოში კი, როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, ამ შემთხვევაში შენ მაინც საყვედურობ სახელმწიფოს და პოლიციას, რა თქმა უნდა, ეს არის თავიდან ბოლომდე შეურაცხყოფა თუნდაც, იმ ევროპული ღირებულების, რის გამოც ზოგადად, ეს კავშირი შეიქმნა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.