Loading data...
ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილს ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის უფლებების ჩამორთმევის მოთხოვნით უჩივლა

„უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ლიზა იასკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომლისგანაც შვილი, ჟასმინი ჰყავს, სამართლებრივ დავას აწარმოებს“, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დავა 2026 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. იასკოს სააკაშვილისგან ალიმენტის დაკისრება და მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა სურს.

2021-2022 წლებში იასკო თავის დეკლარაციაში უთითებდა სააკაშვილს, როგორც ადამიანს, რომელთანაც ერთად ცხოვრობდა, თუმცა ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. 2023 წლიდან სააკაშვილის გვარი იასკოს დეკლარაციიდან გაქრა, თუმცა დარჩა ჩანაწერი შვილის - ჟასმინ მიხეილის ასულის შესახებ.

იასკოს ადვოკატის დიმიტრი ბუზანოვის განცხადებით, ორივე მშობელი ვალდებულია, ბავშვის აღზრდაში მიიღოს მონაწილეობა მანამ, სანამ მას 18 წელი შეუსრულდება. ეს ვალდებულება არ არის დამოკიდებული იმაზე, იმყოფებიან თუ არა მშობლები ოფიციალურ ქორწინებაში.

იურისტის თქმით, სასამართლომ სააკაშვილს მშობლის უფლებაც რომ ჩამოართვას, ეს მას ალიმენტის გადახდისგან არ გაათავისუფლებს. შესაბამისად, სასამართლოში მთავარი განსახილველი საკითხი ალიმენტის ოდენობა იქნება.