ლიპარტელიანი სპორტსმენების შეურაცხყოფაზე: მათი საქციელი სამარცხვინოა, წარმოუდგენელია როგორ შეიძლება გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე
მათი საქციელი სამარცხვინოა, ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე, - განუცხადა „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტსმენების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.
ლიპარტელიანის თქმით, ეს აჩვენებს მათ სახეს, თუ რა დონის ფსკერზე არიან დაცემულები.
„პირველ რიგში, ყველა მედალოსანს მივულოცავდი ისტორიულ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატზე. უპრეცედენტო რაოდენობის ოქროს მედლები ავიღეთ.
რაც შეეხება რადიკალი ოპოზიციონერების განცხადებას, ვფიქრობ მათი საქციელი სამარცხვინოა გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლებოდა გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის წარმატება, ასეთი რანგის ტურნირზე ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე, უწმაწურ სიტყვებს იყენებდა მათ წინააღმდეგ. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი. ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ აყენებს ზიანს. რეალურად, აჩვენებს მათ სახეს, თუ რა დონის ფსკერზე არიან დაცემულები“, - აღნიშნა ლიპარტელიანმა.