Loading data...
ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენ დავნერგეთ და პირველი იანვრიდან გაეშვა ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, MRS სისტემა - ადრე თუ მხოლოდ ორი ინვოისი იყო საკმარისი, რომ ბაზრის კვლევა ჩატარებულად ჩაგვეთვალა, ახლა ეს მისდის აბსოლუტურად ყველა მიმწოდებელს, შემსყიდველი ვერ ნახულობს შედეგებს პროგრამულად, ვიდრე წინადადებების შემოტანის დრო არ ამოიწურება

ჩვენ დავნერგეთ და პირველი იანვრიდან გაეშვა ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, MRS სისტემა - ადრე თუ მხოლოდ ორი ინვოისი იყო საკმარისი, რომ ბაზრის კვლევა ჩატარებულად ჩაგვეთვალა, ახლა ეს მისდის აბსოლუტურად ყველა მიმწოდებელს,, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს პარტნიორში“ განაცხადა.

მისი თქმით, შემსყიდველი ვერ ნახულობს შედეგებს პროგრამულად, ვიდრე წინადადებების შემოტანის დრო არ ამოიწურება.

„შესყიდვების პროცესის გაუმჯობესებისთვის ჩვენ დავნერგეთ და პირველი იანვრიდან გაეშვა MRS სისტემა. ეს არის ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული. ბაზრის კვლევა უმთავრესი პროცედურაა შესყიდვისთვის. თუ ფასი აიღე არასწორად, ტენდერს აზრი ეკარგება. ან თუ ვთქვათ, კარტელური შეთანხმებები ხდება მომწოდებლებს შორის და ხდება ფასის ხელოვნური ზრდა ბაზრის კვლევის ეტაპზე. ეს ხდებოდა მეილებით, დარეკვებით, ეს მეილები იხსნებოდა და არასწორი პრაქტიკები იყო.

ახლა მაგალითად, თუ რომელიმე სამინისტროს სურს დავუშვათ, კომპიუტერული ტექნიკის შეძენა, ვთქვათ, 100 000 ლარის ოდენობით, ეს ბაზრის კვლევა, თავისი პირობებით მისდის ყველა მიმწოდებელს. ადრე თუ მხოლოდ ორი ინვოისი იყო საკმარისი, რომ ბაზრის კვლევა ჩატარებულად ჩაგვეთვალა, ახლა ეს მისდის აბსოლუტურად ყველა მიმწოდებელს, ანუ ბიზნესის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ იტყვის, რომ მე არ ვიცოდი მსგავსი შესყიდვის შესახებ.

შემსყიდველი ვერ ნახულობს შედეგებს პროგრამულად, ვიდრე წინადადებების შემოტანის დრო არ ამოიწურება. ასევე, იქ არის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი, სადაც თუკი გარკვეული პირობა, ან ტექნიკური პარამეტრთან დაკავშირებით შეკითხვა აქვს კონკრეტულ ბიზნესს, შეუძლია იქვე ონლაინ რეჟიმში იკითხოს, დააზუსტოს თავისი შემოთავაზება და ისე მიიღოს ბაზრის კვლევაში მონაწილეობა. ეს ფაქტობრივად გამორიცხავს იმას, რომ შემდეგ 2-3 კომპანიას, ან შემსყიდველსა და 2-3 კომპანიას ჰქონდეთ რაიმე გარიგება. ესეც კორუფციულ რისკებს ძალიან კარგად აზღვევს.

ელექტრონულ ტენდერს ბევრი ქვეყანა ატარებს, მათ შორის, საქართველო, მაგრამ , ბაზრის კვლევა ელექტრონულად ეს ჩვენი დანერგილია. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში და არც კანდიდატ ქვეყნებში ეს სისტემა არ არის“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.