Loading data...
ლევან ვეფხვაძე: არის კვალიფიკაციები, რომელთა მოთხოვნა ბიზნესს აქვს, ამიტომ, ჩვენი თხოვნაა, განათლების რეფორმა წარიმართოს ისე, რომ შრომის ბაზარს პასუხობდეს

ლევან ვეფხვაძე

„არის კვალიფიკაციები, რომელთა მოთხოვნა ბიზნესს აქვს, მაგრამ შესაბამისი უნარების მქონე ადამიანები ამ სპეციალობებს არ ირჩევენ“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბიზნესის თხოვნაა, განათლების რეფორმა წარიმართოს ისე, რომ შრომის ბაზარს პასუხობდეს.

„არის კვალიფიკაციები, რომელთა მოთხოვნა ბიზნესს აქვს, მაგრამ შესაბამისი უნარების მქონე ადამიანები ამ სპეციალობებს არ ირჩევენ. არ მიდიან, არ სწავლობენ და შეიქმნა გარკვეულწილად ის სიცარიელე, რომელსაც ბიზნესი აწყდება. ეს სიცარიელე ძირითადად ტექნიკური, საინჟინრო მიმართულებით. ამიტომ, ჩვენი თხოვნა ცხადია და გასაგებია, რომ არის ის, რომ განათლების რეფორმა წარიმართოს ისე, რომ შრომის ბაზარს პასუხობდეს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.