Loading data...
ლევან მამალაძე: ეს არაბიზაციის თემა, ფაქტობრივად, არის მოგონილი თემა, არაფერზე დაყრდნობილი, არანაირ ციფრსა და არანაირ სტატისტიკაზე

„ეს არაბიზაციის თემა, ფაქტობრივად, არის მოგონილი თემა, არაფერზე დაყრდნობილი, არანაირ ციფრსა და არანაირ სტატისტიკაზე“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, მეცნიერებათა დოქტორმა ლევან მამალაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ეს მიმართულება პატრიოტული განცდის მატარებელმა ორგანიზაციებმა, როგორიც არის კონსერვატორული მოძრაობა, გამოიყენეს გაუთვითცნობიერებელი ადამიანების მანიპულირებისათვის.

„ამ ხალხს აქვს უამრავი სოციალური, საოჯახო პრობლემა და პატრიოტულ განცდაზე შემოიტანეს ისეთი სეგმენტი, რომლითაც გამოიწვიეს ამ მიმართულების დეგრადაცია. ეს, უბრალოდ, არის მანიპულირება საზოგადოების და არა, ვთქვათ, შინაარსობრივი დატვირთვის საკითხი. ველოდოთ, როცა ჩვენი საზოგადოების ნაწილი ვიღაცის მანიპულირების საგანი გახდა და არ დავეხმაროთ მათ? სიმართლე არ ვუთხრათ?“ - აღნიშნა ლევან მამალაძემ.