1793162952
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილისა და ეკა გიგაურის დაპირისპირებაზე: ერთმანეთს ამაგრებდნენ, მხარს უჭერდნენ იმ არაკონსტიტუციურ პროცესებში, რაც საქართველომ და საზოგადოებამ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში, ეს ერთგვარი თვითაღიარებებიცაა იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ
„ერთმანეთს ამაგრებდნენ ეს პერიოდი, მხარს უჭერდნენ იმ არაკონსტიტუციურ პროცესებში, რაც საქართველომ და საზოგადოებამ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში. ეს ერთგვარი თვითაღიარებებიცაა იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ“, - ასე გამოეხმაურა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში ეკა გიგაურის და თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებას.
„კარგად ვხედავთ, რომ ეს არის ერთიანი ძალა, თავისი განშტოებებით. ზოგი პოლიტიკური პარტიის, ზოგი „ენჯეოების“, მედიის ნაწილში ცდილობენ, თავიანთი საცეცებით ერთიანი საქმე აკეთონ. ერთმანეთს ამაგრებდნენ ეს პერიოდი, მხარს უჭერდნენ იმ არაკონსტიტუციურ პროცესებში, რაც საქართველომ და საზოგადოებამ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში. ეს ერთგვარი თვითაღიარებებიცაა იმის, რასაც ჩვენ ვამბობთ“, - აღნიშნა მახაშვილმა.