Loading data...
ლევან მახაშვილი: სახელმწიფოს, ყველა ორგანიზაციის ლეგიტიმური უფლებაა, როდესაც საქმე ეხება სიძულვილის ენას, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება

ყველა სახელმწიფოს, ყველა ორგანიზაციის ლეგიტიმური უფლებაა, როდესაც საქმე ეხება სიძულვილის ენას, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტებზე მიმდინარე სასამართლო პროცესების შეფასებისას.

მისივე თქმით, სახელმწიფოსა ლეგიტიმური უფლებაა, გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც საჭიროა მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად.

„აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ევროპარლამენტმა, ან სხვამ ცადა, ან ცდილობენ სიძულვილის ენის რეგულირებას, აქ მთავარი პრობლემაა ის, რომ ამავე დროს, მეორე ხელით, მათ შორის საქართველოს მოუწოდებენ, რომ არაფერი გააკეთოს სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა მახაშვილმა.