1750411892
უცხოეთი
აშშ-ში შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს, რომელიც დაცვის 100%-იან გარანტიას იძლევა

აშშ-ში შექმნეს ადამიანის იმუნური დეფიციტის სინდრომის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც დაცვის 100%-იან გარანტიას იძლევა. ვაქცინის გაკეთება წელიწადში 2-ჯერ არის აუცილებელი. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
პრეპარატმა Yeztugo-მ ცდების ორი ეტაპი გაიარა და ის 7 ათას მოხალისეზე გამოცადეს. ვაქცინამ 99-100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ის ვირუსის გადაცემას დაუცველი კონტაქტის დროსაც ბლოკავს.
ვაქცინის შექმნაზე მუშაობა 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება. მოგვიანებით შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინას სხვა ქვეყნებსაც მიაწვდიან. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს შიდსის პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტიანი და საიმედო ფორმაა.