1787926586
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული
„დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
მისი თქმით, ეს მამუკა მდინარაძის პირადი გადაწყვეტილებაა და ამას ყველამ პატივი უნდა სცეს.
„ჩემთვის იყო დასანანი ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული, თუმცა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ყველამ პატივი უნდა ვცეთ. მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია, წარმატებები ვუსურვო მას შემდგომ საქმიანობაში“, - აღნიშნა მახაშვილმა.