Loading data...
ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: სკამებისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, თავის დროზე, საქართველო საკუთარი პირად ეგოებს და ინტერესებს გადააყოლეს

„რასაც ოპოზიციურ ფლანგზე ვაკვირდებით, არის მხილებასავით. გადის დღეები და შიგნით რა დინებებიც იყო, რა ცოდვებიც ჰქონდათ, სააშკარაოზე გამოაქვთ“, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ეგოებისთვის, სკამებისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლა.

„წითლიძემ გვარამიაზე რა თქვა ახალი? ის ნამდვილად იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და მედიამაგნატი, ჯერ „რუსთავი2“-ში, შემდეგ „მთავარში“. აქ არაფერი ახალი არ არის. ეგოებისთვის ბრძოლა, სკამებისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. ვიტყოდი, მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებისთვის ბრძოლა - ვინ უფრო მეტ ფულს მოიხვეჭს კოლექტიური „ნაციონალურ მოძრაობის“ ფლანგზე.

დიდი ალბათობით, ამ ტიპის უფრო მეტ პიროვნულ დაპირისპირებას ვიხილავთ. ასე იყო, ასე მართავდნენ ქვეყანასაც. არაფერი ახალი, უცნაური, გასაკვირი არ ხდება. ამავე სტილში იყვნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ამავე სტილით მართავდნენ ქვეყანას. თავის დროზე, საქართველო საკუთარი პირად ინტერესებს და ეგოებს გადააყოლეს. ახლაც იგივე ხდება“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.