Loading data...
ლევან მახაშვილი: მწიფდება სულ უფრო მეტი ქვეყნის პოზიცია, რომ იმ პოლიტიკამ, რომელიც ბრიუსელს საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდა, არ გაამართლა, არათუ არ გაამართლა, არამედ დააზიანა ევროკავშირის ინტერესები, ამიტომ უფრო და უფრო მეტი ითხოვს დიალოგის აღდგენას

„მწიფდება სულ უფრო მეტი ქვეყნის პოზიცია, რომ იმ პოლიტიკამ, რომელიც ბრიუსელს საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდა, არ გაამართლა - არათუ არ გაამართლა, არამედ დააზიანა ევროკავშირის ინტერესები. ამიტომ სულ უფრო მეტი ქვეყანა ითხოვს დიალოგის აღდგენასაც და საქართველოსთან ნორმალურ, გულწრფელ საუბარს“, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკა ევროკავშირის ეკონომიკურ ინტერესებსაც აზიანებს:

„რაც არ უნდა ილაპარაკონ, ცენტრალური აზიიდან ამას წამოვიღებთ თუ იმასო - საქართველოს გარეშე ვერაფერს, ვერსად წაიღებენ.

დღეს სანქციებზე აღინიშნა, რომ ზოგიერთი წევრი თანახმა არ არისო. ნამდვილად ასეა: მწიფდება სულ უფრო მეტი ქვეყნის პოზიცია, რომ იმ პოლიტიკამ, რომელიც ბრიუსელს საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდა, არ გაამართლა. არათუ არ გაამართლა, არამედ ევროკავშირის ინტერესები დააზიანა. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი ქვეყანა ითხოვს დიალოგის აღდგენასა და საქართველოსთან ნორმალურ, გულწრფელ საუბარს“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ევროკომისიაში გაკეთებულ იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლებითაც ევროკომისრები საქართველოს ხელისუფლების მოსახლეობისგან გამიჯვნას შეეცადნენ:

„ეს ცალსახად იმ თამაშის გაგრძელებაა, რის გამოც 2024 წელს ურთიერთობები გაყინეს. ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდი და სწორედ ამ კონტექსტშია შესახედი. მათი მიზანი ხელისუფლების შეცვლა იყო და ყველაზე სუსტი წერტილი გამოიყენეს - მოსახლეობისთვის ევროკავშირთან ინტეგრაცია მნიშვნელოვანია და ეს საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური შტურმისთვის გამოიყენეს“, - დასძინა ლევან მახაშვილმა.