ლევან მახაშვილი მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერის საქმეზე: წლების განმავლობაში ეს ადამიანები შემჩნეულნი იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს ყველაფერი ხელის გულზე გამოდის
„წლების განმავლობაში ეს ადამიანები შემჩნეულნი იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმეზე.
მისივე თქმით, დღეს ეს ყველაფერი ხელის გულზე გამოდის.
„დღეს ეს ყველაფერი ხელის გულზე გამოდის. არ არის ისე, რომ ვთქვათ, გადმოცემით ვიცით, რომ კარდაკარ დადიოდნენ და ეუბნებოდნენ, სთხოვდნენ, მაგალითად ვიზა არ მიეცათ, სანქციები დაეწესებინათ და ა.შ. დღეს უბრალოდ ეს ყველაფერი საჯაროდ გამოდის და მათი პირით გვესმის ეს ყველაფერი, თორემ ახალი საზოგადოებისთვის არაფერი ხდება.
ქვეყნისთვის, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, კანონის უზენაესობისთვის აუცილებელია, რომ ამ პროცესს ჰქონდეს სამართლებრივი შეფასება“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.