Loading data...
ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს, ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი, ასეთ აბსურდამდე მივიდა არასწორი პოლიტიკა

მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს, ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

დეპუტატმა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება შეაფასა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ევროკავშირში გაწევრების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის „მაგას“ მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ“.

„[ბრიუსელში] კანდიდატ ქვეყნებს უკრძალავენ საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმოებას. მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს, ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი. ასეთ აბსურდამდე მივიდა არასწორი პოლიტიკა, რასაც ატარებდა ბრიუსელი“, - აღნიშნა მახაშვილმა.