ლევან მახაშვილი მაკრონისა და მერცის რეიტინგების ვარდნაზე: თითოეული ეს კვლევა პირდაპირი გამოძახილი და შედეგია მათი არასწორი პოლიტიკის, მათ ხალხის ინტერესები ომისა და არაფორმალური გავლენის ინტერესებს გადააყოლეს
თითოეული ეს კვლევა მათი არასწორი პოლიტიკის პირდაპირი გამოძახილი და შედეგია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების, ემანუელ მაკრონისა და ფრიდრიხ მერცის რეიტინგების ვარდნასთან დაკავშირებით.
მახაშვილის თქმით, მათ ხალხის ინტერესები ომისა და არაფორმალური გავლენის ინტერესებს გადააყოლეს.
„სწორედ ეს არის, რასაც დღეს ისინი პოლიტიკურ სარბიელზე იმკიან, როდესაც ისინი არ უჯერებენ საკუთარ მოსახლეობას, როდესაც მათ არ აღელვებთ მოსახლეობის საჭიროებები, პრობლემები, სურვილები. ეს არის მაგალითი ყველასთვის, ვისაც აქვს ამბიცია, პოლიტიკაში იყოს, რომ ან ემსახურება საკუთარ ხალხს და ამით შანსი ექნება, პოლიტიკაში დარჩეს, ან სხვის ინტერესებს ემსახურება და მათ ადრე თუ გვიან ხალხის ნებით, სურვილით პოლიტიკის დატოვება მოუწევთ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.