ლევან მახაშვილი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე, აიკრძალოს „გახარია - საქართველოსთვის“: საზოგადოებამაც კარგად დაინახა, გასული ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ისინი პარლამენტში არიან, მთელი ის დესტრუქცია, რაც შემოიტანეს ქართულ პოლიტიკაში
„გახარიების“ პარტიას ჰქონდა აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დარჩენილიყვნენ და ასე ეწარმოებინათ საკუთარი პოლიტიკა“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.
მისი თქმით, საზოგადოებამაც კარგად დაინახა მთელი ის დესტრუქცია, რაც ამ პარტიამ ქართულ პოლიტიკაში შემოიტანა.
„ჩვენი ვალია, რომ კონსტიტუციური წესწყობილება დავიცვათ ყველა იმ ორგანიზაციისგან და განშტოებიდან, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესწყობილებას. „გახარიების“ პარტიას ჰქონდა აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დარჩენილიყვნენ და ასე ეწარმოებინათ საკუთარი პოლიტიკა. გასული ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ისინი პარლამენტში არიან, საზოგადოებამაც კარგად დაინახა მთელი ის დესტრუქცია, რაც შემოიტანეს ქართულ პოლიტიკაში“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ახალი საკონსტიტუციო სარჩელით ,„ქართული ოცნება“ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს.
მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებულ სარჩელში, უკვე მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და „ფედერალისტების“ აკრძალვა და მათი საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა.