1751919567
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: იმიტომ არ მოეწონა ბევრს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რომ მათ სურვილი ჰქონდათ დაეზიანებინათ საარჩევნო პროცესი და საბოლოო ჯამში, ჩაეშალათ არჩევნები ან არჩევნების შედეგები

„იმიტომ არ მოეწონა ბევრს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რომ მათ აქცენტი და სურვილი ჰქონდათ, მაქსიმალურად დაეზიანებინათ საარჩევნო პროცესი და საბოლოო ჯამში, ჩაეშალათ ან თავად არჩევნები ან არჩევნების შედეგებზე გაჩენილიყო უამრავი კითხვის ნიშანი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
„ეს აწყობთ - რამდენადაც აქ არევენ სიტუაციას, დაძაბულობა იქნება, იმდენად უცხოეთიდან ექნებათ ზურგი და მხარდაჭერა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.