ლევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი
სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გამჭვირვალობის კანონზე დასმული კითხვის პასუხად.
„თქვენ ახსენეთ რამდენიმე კითხვა. პირველი, რამდენად სამართლიანია და პროპორციულია ეს კანონმდებლობა იმ საფრთხეების მიმართ, რის წინაშეც საქართველო დგას. ეს არის ის კითხვა, რასაც ჩვენ სწორედ ჩვენს პარტნიორებს ვეკითხებოდით, რომ ჩვენ შესაძლოა, პოლიტიკოსები ვართ და ერთ პოლიტიკურ ოჯახს ვეკუთვნით, ან მეორეს და იდეოლოგიიდან გამომდინარე, ერთი მივიჩნიოთ სწორად, ან მეორე, მაგრამ აქ მთავარი სწორედ ის არის, რომ სამართლებრივად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. ამას ვთავაზობდით, რომ მოდით, დავსხდეთ, სამართლებრივი არგუმენტებით ვისაუბროთ. ჩვენთან არ გინდათ? - წაიღეთ სასამართლოში.
სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დღესაც ამას ვთავაზობთ, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი“, - აღნიშნა მახაშვილმა.