Loading data...
ლევან მახაშვილი: ევროკომისიის მიზანი არის არა ფაქტების დადგენა და მათი ობიექტური შეფასება, არამედ გაფართოების შესახებ დოკუმენტის პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოყენება

ლევან მახაშვილმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტზე ისაუბრა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ანგარიშის მიკერძოებულს უწოდებს.

„მოსახლეობამ კარგად იცის, რა მდგომარეობაა ამ ქვეყნებში, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე, კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში, მაგრამ არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები ამ მიმართულებით, რაც კარგად აჩვენებს ამ დოკუმენტის მიკერძოებულობას. ევროკომისიის მიზანი არის არა ფაქტების დადგენა და მათი ობიექტური შეფასება, არამედ ამ დოკუმენტის პირდაპირ პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოყენება“, - აცხადებს მახაშვილი.