Loading data...
მოსკოვის სამხრეთ ნაწილში ავტომობილი აფეთქდა, დაღუპულია რუსი გენერალი

მოსკოვის სამხრეთ ნაწილში, იასენევას ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

აფეთქდა ავტომობილი Kia Sorento. დაშავებული ერთი ადამიანი.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქების მომენტში ავტომობილში რუსი გენერალი, ფარილ სარვაროვი იმყოფებოდა, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალი ფარილ სარვაროვი გარდაიცვალა.