ლევან მახაშვილი: დღეს ევროკავშირი იმყოფება საკმაოდ რთულ ვითარებაში, ორ ცეცხლს შუა არის მოქცეული, მტრებიც და მოყვარეებიც ცდილობენ, რომ რაღაც წაგლიჯონ
„დღეს ევროკავშირი იმყოფება საკმაოდ რთულ ვითარებაში, ორ ცეცხლს შუა არის მოქცეული, მტრებიც და მოყვარეებიც ცდილობენ, რომ რაღაც წაგლიჯონ. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია, რომ საკვანძო თანამდებობის პირები იყვნენ გამოცდილი, პროფესიონალი, შემძლე, კომპეტენტური ხალხი. სამწუხაროდ კაია კალასი არც ერთ ამ კატეგორიას არ განეკუთვნება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა კაია კალასზე საუბრისას.
მისი თქმით, კალასი ცნობილია, როგორც უკიდურესი რუსოფობი, გამორჩეულია რუსეთისადმი სიძულვილით და გადაწყვეტილების მიღების მთელი პროცესი ეფუძნება რუსეთისადმი სიძულვილს, განურჩევლად იმისა. შეესაბამება თუ არა ეს ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებს.
„სწორედ ამიტომ არის, რომ ამ სიძულვილმა, სიბრმავემ მოიყვანა დღევანდელ გამოწვევებამდე, რაშიც იმყოფება ბრიუსელი. საკმაოდ რთული ვითარებაა ამ შემთხვევაში.
კაია კალასი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ პოლიტიკას ატარებს, უბრალოდ კალასი არის ხმა თუ სახე რუსოფობიის პოლიტიკის, რომლის იქითაც არაფერი არ ჩანს მათი გადმოსახედიდან. ნაცვლად იმისა, რომ რუსეთი დაეზიანებინათ, საკუთარი თავი დაიზიანეს. ნაცვლად იმისა, რომ რუსეთი დაეშალათ, თავად დგანან დაშლის წინაშე. ნაცვლად იმისა, რომ რუსეთისთვის რაღაც წაეგლიჯათ, დღეს ხედავთ, რომ მტერიც და მოყვარეც ცდილობს ევროპას აქეთ წაგლიჯოს რამე“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.