ვიქტორ ორბანი: დონალდ ტრამპი ორიენტირებულია შედეგებზე და არა თავაზიან რიტორიკაზე
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი შედეგებზეა ორიენტირებული და არა თავაზიან რიტორიკაზე.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპის ლიდერობა სარგებელს მოუტანს უნგრეთს და მთელ მსოფლიოს.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორიენტირებულია შედეგებზე და არა თავაზიან რიტორიკაზე. ის იღებს რეალურ გამოწვევებს, აღწევს დადებით შედეგებს და ხელს უწყობს პროგრესს საერთაშორისო ურთიერთობებში. ასეთი ლიდერობა სარგებელს მოუტანს უნგრეთს და მთელ მსოფლიოში მშვიდობისმოყვარე ხალხს. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!”, - წერს ის.
🇺🇸 President @realDonaldTrump is focused on results, not polite rhetoric. He takes on real challenges, delivers positive outcomes, and drives progress in international affairs. This kind of leadership benefits Hungary and peace-loving people around the world. Thank you, Mr.… pic.twitter.com/r1Rdn7JMLN
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) January 24, 2026