Loading data...
ლევან მახაშვილი: ჩვენთვის მიუღებელია ის სიძულვილის კამპანია, რასაც აფინანსებს და მხარდაჭერას უწევს არაერთი უცხოური ფონდი

„ჩვენთვის მიუღებელია ის სიძულვილის კამპანია, რასაც აფინანსებს და მხარდაჭერას უწევს არაერთი უცხოური ფონდი“, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მმართველი გუნდი ჯანსაღ ოპონირებას მიესალმება, რათა დისკუსიების ფონზე, საუკეთესო კანონმდებლობა იქნეს მიღებული. 

„მრავალი წელია, სამწუხაროდ, მოკლებული ვართ ჯანსაღ კრიტიკას და ოპონირებას. ერთადერთი, რაც გვესმის საკმაოდ მზარდი რაოდენობით, ეს არის ლანძღვა-გინება და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოხსენიება, ნაცვლად კრიტიკაზე.

ამიტომ, პირიქით, ჩვენ მივესალმებით ჯანსაღ ოპონირებას, ჯანსაღ კრიტიკას, რათა დისკუსიების ფონზე, საუკეთესო კანონმდებლობა მივიღოთ და საუკეთესო პრაქტიკა დავამკვიდროთ.

მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია ის სიძულვილის კამპანია, რასაც აფინანსებს და მხარდაჭერას უწევს არაერთი უცხოური ფონდი. ეს ჩვენი განცხადება და შეფასება კი არ არის, ჩვენ ვნახეთ, USAID-ის სკანდალი, როდესაც გასაჯაროებული დოკუმენტების შემდეგ, ზუსტად ამ სქემაზე იყო საუბარი“, - აღნიშნავს მახაშვილი.