ლევან მახაშვილი ბრიტანეთის სანქციებზე: ეს არის თავისუფალი, ალტერნატიული აზრისა და სიტყვის ჩახშობის მცდელობა. სხვა ლოგიკური ახსნა ამ გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს
ლევან მახაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივისთვის“ სანქციების დაწესებას ეხმიანება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამ ნაბიჯს თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობად აფასებს.
„ღიმილის მომგვრელია ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია ის, რომ თურმე ორივე ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინა არის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. მაშინ როდესაც საერთაშორისო კვლევებით, უკრაინა და მოლდოვა დასახელებულები არიან, როგორც ევროპის ნამდვილად ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოები. ამიტომ აქ შეიძლება გაგვიჩნდეს ის ემოცია, რომ ეს არის თავისუფალი, ალტერნატიული აზრისა და სიტყვის ჩახშობის მცდელობა. სხვა ლოგიკური ახსნა ამ გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს“, - აცხადებს მახაშვილი.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.