ლევან მახაშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ყველასთვის ეს უნდა იყოს ისტორიის გაკვეთილი, რომ ლამაზ სიტყვებს არავინ ენდოს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ნატოში უკრაინის გაწევრიანების შანსის არარსებობასთან დაკავშირებით ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადება აფასებს.
„ყველასთვის ეს უნდა იყოს ისტორიის გაკვეთილი, რომ ლამაზ სიტყვებს არავინ უნდა ენდოს. აქ მთავარია რა ინტერესები უნდა ამოძრავებდეს ამ თუ იმ სახელმწიფოს და თითოეულმა ქვეყანამ საკუთარი ინტერესებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა არ აღმოჩნდეს იმ მოჯადოებულ პროცესში, რომლის დასასრულიც სამწუხაროდ ტაძრამდე მისასვლელი გზა არ არის, ხშირად ეს არის კონფლიქტამდე მისასვლელი გზა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ბორის ჯონსონმა განაცხადა: „არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო. ნებისმიერ ასეთ წინადადებას დაუყოვნებლივ ვეტოს დაადებდა საფრანგეთი, გერმანია, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა“