ლევან მახაშვილი: ბედი წყდება საარჩევნო უბნებზე და არა მელიქიშვილზე თუ რუსთაველზე, რამდენიც უნდათ, იარონ

რამდენიც უნდათ, იარონ მელიქიშვილიდან რუსთაველამდე, არჩევნებზე ბედი საარჩევნო უბნებზე წყდება და არა მელიქიშვილზე თუ რუსთაველზე, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი შეეცდება, დაპირისპირებას, შეხლა-შემოხლას თავი აარიდოს.
„მოსახლეობა მათ დაძახებულზე გარეთ არ გამოდის, ამიტომ სურვილი აქვთ, დაძაბულობის კერები გააჩინონ, ხელისუფლებას შეცდომები დააშვებინონ და ამით ემოციებზე ითამაშონ, იქნებ მოსახლეობა გარეთ გამოიყვანონ. ეს მათი მარტივი მიზანია.
შევეცდებით, დაპირისპირებას, შეხლა-შემოხლას თავი ავარიდოთ. ჩვენ არავისთან მივდივართ. ვინმე თუ ვინმესთან მიდის, ის რადიკალური ფრთაა, რომელთაც საარჩევნო შტაბთან მივარდნა ტრადიციად გაიხადეს.
რამდენიც უნდათ, იარონ მელიქიშვილიდან რუსთაველამდე, ბედი წყდება საარჩევნო უბნებზე და არა მელიქიშვილზე თუ რუსთაველზე“, - აღნიშნა მახაშვილმა.