ლევან მახაშვილი - არაერთხელ გვითქვამს, ჯანსაღი და ძლიერი ოპოზიცია ჩვენი მთავარი ინტერესი და საზრუნავია, დასანანია, რომ ისინი სრულად არიან მოწყვეტილი რეალობას
„ნიკა გვარამიას და გიორგი ვაშაძეს ჰგონიათ, რომ 14 წელია, ისევ ხელისუფლებაში არიან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ტიპის დამოკიდებულება კარგად აჩვენებს, რომ სრულად არიან აცდენილნი იმ რეალობას, რა რეალობაც საზოგადოებაშია.
„ერთი ანეკდოტი მახსენდება, შეგვიძლია, გავუშვათ ოთახში, სადაც ნაპოლეონები სხედან. რიხიანი საუბარი და ამ ტიპის დამოკიდებულება ძალიან კარგად აჩვენებს, რომ სრულად არიან აცდენილნი იმ რეალობას, რა რეალობაც საზოგადოებაშია.
საერთოდ რომ არ იციან საზოგადოების დაკვეთა და ინტერესები, დიდი ხანია, საზოგადოებამ ნახა. მაგრამ ამის მიღმაც სრულად არიან მოწყვეტილი რეალობას, რაც, ზოგადად, ქვეყნისთვის დასანანია. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჯანსაღი და ძლიერი ოპოზიცია ჩვენი მთავარი ინტერესი და საზრუნავია. მაგრამ ასეთ პირობებში რაიმეზე საუბარი შეუძლებელია“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.