1766301789
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ვისაც დაგაჯერეს, რომ თუ პოლიტიკოსი ევროპელია, ის არ იტყუება, უკვე დროა ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის ქმედებებს ეხმაურება.
საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, კაია კალასმა ესტონელი კონსერვატორების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები საჯაროდ უარყო და პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ცილისწამება აღიარა.
„ვისაც, დაგაჯერეს, რომ თუ პოლიტიკოსი ევროპელია, ის არ იტყუება; უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, - წერს ლევან მაჭავარიანი.