ლევან მაჭავარიანი: ვიღაცები იმუქრებიან, რომ შავ ხვრელებს იპოვიან და ისე შემოიტანენ ფულს საქართველოში მდიდარი NGO-სთვის, გრანტები უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან
ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების და ე.წ. შავი ხვრელების ამოვსების მცდელობა - ასე აფასებენ უმრავლესობაში ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის განხილვასაც პარლამენტი მომავალ კვირას დაიწყებს.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ცვლილების შემდეგ ყველა კომპანიას მოუწევს მიღებული დაფინანსება მთავრობასთან შეათანხმოს.
„ვიღაცები იმუქრებიან, რომ შავ ხვრელებს იპოვიან და ისე შემოიტანენ ფულს საქართველოში მდიდარი NGO-სთვის. გრანტები უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან. მთავრობა ყველაფერზე თანხმობას გასცემს, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
კომპანიის დამფუძნებელი იქნება, დირექტორი თუ თანამშრომელი გადაწყვეტს, რომ რაიმე ტიპის ჩარევა მოახდინონ პოლიტიკაში, მათ ეს შეუძლიათ გააკეთონ საკუთარი სახელით, საკუთარი ქმედებებით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.